ჩვენს შესახებ

ikokids სახელოსნო არის ადგილი, სადაც ყოველდღე ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის -  ვქმნით საბავშვო, განმავითარებელ სათამაშოებს:კარვებს, კალათებს სათამაშოებისა და პატარა ნივთებისთვის, თეატრებს როლური თამაშებისთვის, დროშებს, სადღესასწაულო ფორმებს და დეკორაციებს, ცხოველების ფორმის ჩანთებს, კარვებს თოჯინებითვის და სხვადასხვა ფორმის რბილ სათამაშოებს.

 

პროდუქცია არის სრულიად  ხელნაკეთი, ვმუშაობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ შეკვეთაზე. ვაკეთებთ პერსონალური სახელის/წარწერის, საყვარელი ზღაპრის გმირის დახატვას. ყველაფერი იხატება ხელით, წყალგამძლე, ტექსტილისთვის განკუთვნილი ეკოსაღებავებით.

 

ჩვენი საქმიანობის თითოეულ ეტაპზე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოსა და სოციალური ნორმების დაცვას, ორიენტირებულები ვართ მდგრად განვითარებაზე. წარმოებაში გამოყენებულია: სერთიფიცირებული 100% ბამბის ქსოვილი, რომლის ნარჩენებიც მუშავდება.

პროდუქცის შესაფუთად ვიყენებთ ბიოდეგრადირებად ჩანთებს.

თითოეული პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სითბო, რომლითაც მას ვქმნით.

2023 წელს გავხდით საქართველოს სახელმწოფის მიერ დაფინანსებული კონკურსის ,,აწარმოე საქართველოში" -ის გამარჯვებული,  მოვიპოვეთ სახელმწიფო გრანტი და გავზარდეთ ჩვენი წარმოება.

2024 წელს მონაწილეობა მივიღეთ გერმანიის ქალაქ ნიუნბერგში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სათამაშოების გამოფენაში Spielwarenmesse2024, სადაც გვინდოდა სხვა ქვეყნებისთვისაც გაგვეცნო ჩვენი პროდუქცია. 

შედეგად, დღეს უკვე ვაკეთებთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს საბერძნეთში.

ჩვენი სათამაშოები ცხოვრობენ მყიდველების სახლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან!

 

ჩვენ მზად ვართ, პროდუქტთან დაკავშირებით, ნებისმიერ თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, რისთვისაც შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენთვის ხელსაყრელი, საკონტაქტო საშუალებით.

 

ისიამოვნეთ ყიდვით!

 

ჩვენს შესახებ
მაღალი ხარისხი

მაღალი ხარისხი

კვალიფიციური კონსულტაცია

კვალიფიციური კონსულტაცია

სწრაფი კურიერული მომსახურება

სწრაფი კურიერული მომსახურება

დაცული გადახდის სერვისი

დაცული გადახდის სერვისი